16–20 ნოემბერს EduGlobal-ის გუნდი შვეიცარიაში, ჟენევაში მიემგზავრება. ტურის მთავარი ნაწილი, რა თქმა უნდა, CERN-ია. ეს არის ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო ცენტრი.
რატომ CERN?
CERN-ში მუშაობს დიდი ადრონული კოლაიდერი, მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაწილაკების ამაჩქარებელი. სწორედ აქ შეიქმნა World Wide Web, რომლის გარეშეც დღეს ინტერნეტს ვერ წარმოვიდგენთ. მოსწავლეებისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობაა, საკუთარი თვალით ნახონ, როგორ მუშაობს თანამედროვე მეცნიერება და ინგლისური როგორ აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს.
ტურის პროგრამა
- ექსკურსია CERN-ში
- ჟენევის დათვალიერება: ტბა, ძველი ქალაქი, საერთაშორისო ორგანიზაციების კვარტალი
- მუზეუმები და სხვა საინტერესო ადგილები
- ინგლისური ენის პრაქტიკა რეალურ, საერთაშორისო გარემოში
ღირებულება: 780 €
ამ ტურზე ყველა ადგილი გაყიდულია. მადლობა ყველა მონაწილეს და მშობელს ნდობისთვის! ტურის შემდეგ აქვე გაგიზიარებთ ფოტოებს და მოსწავლეების შთაბეჭდილებებს.
გინდა, მომდევნო ტურში შენც მიიღო მონაწილეობა? ნახე ჩვენი მომავალი ტურები.
