ჩვენ შესახებ
EduGlobal · English Language Academy
ვინ ვართ
EduGlobal არის ინგლისური ენის აკადემია თბილისში. ინგლისურს 2008 წლიდან ვასწავლით და ყველა ასაკის მოსწავლეს ვამზადებთ A1-დან C2 დონემდე.
ჩვენთვის ენის სწავლა მხოლოდ გრამატიკა არ არის. გაკვეთილებს თამაშით, შემოქმედებითი აქტივობებით და რეალური სიტუაციებით ვატარებთ. ამიტომ ჩვენი მოსწავლეები ინგლისურზე თავისუფლად და თავდაჯერებულად საუბრობენ.
ენის შესწავლასთან ერთად მოსწავლეებს ვთავაზობთ საგანმანათლებლო ტურებს ევროპაში. ასე ინგლისურს რეალურ გარემოში იყენებენ და ახალ კულტურებს ეცნობიან.
რას გთავაზობთ
- ზოგადი ინგლისური, A1–C2
- IELTS, TOEFL, SAT, Cambridge, Duolingo
- ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება
- საზაფხულო კოლეჯი ლონდონში
- საგანმანათლებლო ტურები უცხოეთში
- გადახდის მოქნილი გრაფიკი
